მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ ეტაპზე Сovid-შეზღუდვების აღდგენაზე საუბარი არ არის - ამირან გამყრელიძე

6062e1ca16757
თათია ჩაფიჩაძე
30.03.21 12:29
605
NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო Сovid-შეზღუდვების აღდგენას ამ ეტაპზე არ განიხილავს.

როგორც მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლის მექანიზმები, ხოლო სამომავლო გადაწყვეტილებები ეპიდვითარების მიხედვით იქნება მიღებული.

„ამ ეტაპზე არ არის საუბარი შეზღუდვების აღდგენაზე; საუბარია, რომ დაწესებული მოთხოვნები - იქნება ეს პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა თუ დიდი თავშეყრის აკრძალვა, მკაცრად გაკონტროლდეს. პრემიერ-მინისტრმა დღეს შესაბამისი უწყების მისამართით გასცა დავალებები, რომ უფრო მეტად გამკაცრდეს აღსრულებაზე კონტროლი. ამდენად, შევხედავთ ეპიდვითარებას და იმის მიხედვით იქნება მსჯელობა დამატებით ღონისძიებებთან მიმართებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.