მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AstraZeneca-ს ვაქცინის ბავშვებში ტესტირებას იწყებენ

6028c2977c37d
თამთა ჯიჯავაძე
14.02.21 10:24
631
ოქსფორდის უნივერსიტეტის და AstraZeneca-ს ვაქცინის ბავშვებში ტესტირებას იწყებენ. ამის შესახებ BBC წერს. კვლევაში 300 მოხალისე მიიღებს მონაწილეობას. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას რეალურად 240 მოხალისეს გაუკეთებენ, დანარჩენ მოხალისეებს კი სხვა ვაქცინებს გაუკეთებენ. ტესტირება თებერვლის ბოლოსთვის დაიწყება.

მკვლევარები შეამოწმებენ, მუშაობს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 6-დან 17 წლამდე პირებში.

მოხალისეებს, ვისაც სურს, AstraZeneca-ს კვლევაში მონაწილეობა, შეუძლიათ შეავსონ მოკლე კითხვარი. კვლევა ბრიტანეთში ოთხ ლოკაციაზე გაიმართება, ესაა ოქსფორდის უნივერსიტეტი, სენტ-ჯორჯის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, საუთჰემპტონის და ბრისტოლის სამეფო ჰოსპიტლები.

ცნობისთვის, AstraZeneca-ს ვაქცინას დიდ ბრიტანეთში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინებთან ერთად უკვე იყენებენ ზრდასრულებში. Moderna-ს ვაქცინამაც გაიარა ქვეყანაში ავტორიზაცია, თუმცა ბიოფარმაცევტულ კომპანიას ქვეყნისთვის ჯერჯერობით ვაქცინები არ მიუწოდებია.