მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიტანეთში ინფლაცია 8.7%-მდე შემცირდა

646dd90b328a8
გიორგი თოლორდავა
24.05.23 14:12
498
გაერთიანებული სამეფოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდა - აპრილში წლიური ინფლაციის დონემ 8.7% შეადგინა, რაც 1.4 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელზე და ერთწლიან მინიმუმს წარმოადგენს.

მიუხედავად ძირითადი მაჩვენებლის შემცირებისა, საბაზო ინფლაციასთან დაკავშირებით ისევ ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. CPI-ის დონემ აპრილში 6.8%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც ოცწლიანი მაქსიმუმია.

ინფლაციის დონის მოსალოდნელზე მეტად ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზო პუნქტით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 4.5%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 25 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები