მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბართან მომსახურება ისევ ნებადართულია

617a8ed33368f
მარიამ ვარადაშვილი
28.10.21 16:00
1835
კვების ობიექტებში ბართან მომსახურება ისევ ნებადართულია. როგორც BMG-ის ჯადაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ განუცხადა, შესაბამისი თხოვნა ბიზნესის მხრიდან იყო, რაც სამინისტრომ დააკმაყოფილა.

"აქ საუბარია როგორც კვების ობიექტებში, ასევე სასტუმროებში განთავსებულზე ბარებზე. თავდაპირველად, როცა covid-რეგულაციები  შემოვიღეთ, მაშინ აიკრძალა ბართან მომსახურება და აქამდე შეზღუდული იყო.

ახლა უკვე ვინაიდან აცრილია საზოგადოების გარკვეული ნაწილი და ბიზნესისგანაც იყო თხოვნა შეზღუდვის მოხსნაზე და რეგულაცია შევამსუბუქეთ. თან ზოგიერთმა ობიექტმა გამჭვირვალე ბანერი დაამონტაჟა", - ამბობს ბექა ფერაძე.

„სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ ჯანდაცვის მინისტრის 2020 წლის 29 მაისის ბრძანებაში ცვლილება 22 ოქტომბერს შევიდა და კვების ობიექტებისთვისა და რესტორნებისთვის რეკომენდაციები განისაზღვრა. როგორც ბექა ფერაძე ამბობს, რეკომენდაციები ორივე ბიზნესისთვის ძირითადად იგივე დარჩა და ერთადერთი ცვლილება ბართან მომსახურებას ეხება.