მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება

6083d76276823
BM.GE
24.04.21 12:30
1623
ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვა გრძელდება. ისინი ხელფასის 50%-ით მომატებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ აქცია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

გაფიცულები აქციას ჭიათურის მერიის წინ მართავენ.

„ყველაფერი გაუფასურდა. გაძვირდა ბენზინი, პური... ვერაფერს ვყიდულობთ. გვინდა, ხელფასის 50%-ით მომატება“, - აცხადებენ დასაქმებულები.

ისინი მაისის თვის ხელფასის 250 ლარის გაზრდაზე „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზებას არ თახმდებიან.

„ყველა მუშა-მოსამსახურისთვის ხელფასის 250 ლარით გაზრდასთან დაკავშირებით კომპანიამ შეთავაზება გააკეთა. ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, აღნიშნული წინადადება გავაფორმოთ, რაზედაც საჭიროა, მეორე მხარის თანხობა“, - აცხადებს „რუსთავი 2“-თან "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელი ვლადიმერ სალაძე.