მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაღაროელებთან გაფორმებული შეთანხმება 24 ივნისიდან შევა ძალაში, კომპანია საქმიანობას განაახლებს - "ჯორჯიან მანგანეზი"

6497044869df9
მარიამ ვარადაშვილი
24.06.23 18:52
1064
“ჯორჯიან მანგანეზი” ადასტურებს, რომ გაფიცულ თანამშრომლებთან შეთანხმება შედგა, რომელიც ძალაში 24 ივნისიდან შევა.

როგორც კომპანიის პრესსამსახურში BMG-ის უთხრეს, შეთანხმების პირობებს ყველა გაფიცული თანამშრომელი დათანხმდა და აქცია შეწყვიტეს.

“სამედიაციო შეთანხმება ძალაში 24 ივნისიდან შევიდა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ აიღო ვალდებულება ჭიათურაში სამთო მოპოვებითი საქმიანობა განაახლოს. ახალი შეთანხმების მიხედვით, ყველა მოთხოვნაზე არსებობს პრინციპული თანხმობა, რაც შეეხება ხელფასის მატებას, თანამშრომლებს ხელფასი ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით განესაზღვრებათ, კერძოდ კი კომპანიასა და თანამშრომლებს შორის მანამდე გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე. სამედიაციო დოკუმენტით განისაზღვრა შეიქმნას კომისია, მხარეთა წარმომადგენლობით და ჩართულობით, რომელიც 3 თვის განმავლობაში მოახდენს კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებას. ამასთან, ჩატარდება დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ კომპანიის ფინანსური აუდიტი.

მხარეებს შორის შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში შედგა, სადაც გაფორმდა შეთანხმების შესახებ ოფიციალური სამედიაციო დოკუმენტი. მას ხელი დამსაქმებელმა, დასაქმებულმა და მედიატორმა მოაწერეს. დოკუმენტში გაწერილი შეთანხმების პირობების აღსრულებას, მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს”,-წერია კომპანიის განცხადებაში.

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტრომაც გაავრცელა. უწყების ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2023 წლის 1 იანვრიდან, 1 ივლისამდე პერიოდში გაცემულ ხელფასს დაემატება 5%, ხოლო 1 ივლისიდან გასაცემი ხელფასი ჯამში 12%მდე გაიზრდება. ამასთან, კომისიამ სამი თვის განმავლობაში უნდა დადოს კომპანიის კრიზისიდან გამოსვლის გეგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები