მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"[შუქრუთელებთან] მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის საქმეა" - პრემიერი

პრემიერი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის თქმით, სოფელ შუქრუთის მოქალაქეებთან შეხვედრა და მოლაპარაკებების წარმოება "ჯორჯიან მანგანეზის" საქმეა - ამის შესახებ კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა, ხედავდა თუ არა იგი შუქრუთელებთან შეხვედრის საჭიროებას.

"ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია ამ ადამიანებთან დაკავშირებით და, ვინც არიან პროტესტის ორგანიზატორები, თითოეულ მათგანს ათობით ათასი ლარის კომპენსაცია აქვთ მიღებული კომპანიისგან. თუ რამე დამატებითი არის საჭირო კომპანიისგან, ალბათ, მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით წარიმართება. ჯერჯერობით მოლაპარაკებების გამართვა კომპანიის საქმეა", - განაცხადა კობახიძემ.

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტი 185-ე დღეა გრძელდება - მოსახლეობის ნაწილი კომპანია "ჯორჯიან მანგანეზისგან" იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რაც კომპანიის საქმიანობამ სოფელს მიაყენა. პროტესტმა დედაქალაქში, პარლამენტის შენობასთან გადმოინაცვლა, სადაც შუქრუთელები ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის ზოგიერთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა - მეცამეტე დღეა, 5 მოქალაქეს პირი აქვს ამოკერილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები