ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ხან ჭენგი ირაკლი კობახიძემ მაკა ბოჭორიშვილთან ერთად გააცილა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი დელეგაციასთან ერთად საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული ფორმატის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
























