მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID 19-თან დაკავშირებული შეზღუდვების გამო სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

5e95659a849ce
BM.GE
14.04.20 11:22
956
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 6,5 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 41,3%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 1,4 ათასი ტონით ანუ 17,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

აქედან იმპორტის 80% (5,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 15,4% (1,0 ათასი ტონა) - ერაყიდან, ხოლო 4,6% (0,3 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,2 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 49,6% (7,1 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 42,0% (6 ათასი ტონა), ერაყი - 7% (1, 0 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 1,4% (0,2 ათასი ტონა). სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება.