01.დეკემბერი .2021 09:00

დღეიდან ქვეყანაში ახალი Covid-რეგულაციები ამოქმედდა

 დღეიდან ქვეყანაში ახალი Covid-რეგულაციები ამოქმედდა
views 315
უკან

უწყებათშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან საქართველოში ახალი კოვიდ-რეგულაციები შედის ძალაში. კერძოდ:

დღეიდან ამოქმედდება  ე.წ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას: კვების ობიექტების, რესტორნების, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, ოპერაში, საკონცერტო დარბაზებში, გასართობ ცენტრებში, სამორინეებსა და სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებში, ფიტნეს-დარბაზებში, სასტუმროებში და ასევე სამთო კურორტების - საბაგირო გზებზე; აღნიშნული მოთხოვნა გავრცელდება ჩამოთვლილი ობიექტების სტუმრებზე. რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის; 

დღეიდან, რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ. აღსანიშნია, რომ ამ დრომდე სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს მუშაობის უფლება 23:00 საათამდე ჰქონდა. რესტორნებში სტუმრების რაოდენობასთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა ამ ეტაპზე ძალაში რჩება და აღნიშნული რეგულაციის შემსუბუქებაზე საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე იმსჯელებს.

დღეიდან, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერაში მაყურებლის დასაშვები რაოდენობა 30-დან 50%-მდე გაიზრდება.

ამასთან, საქართველოში ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით ბრუნდება, PCR-ტესტის წარდგენის ვალდებულებისგან თავისუფლდება.