კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით, მეორე წელია თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებისათვის საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ ხორციელდება.
პანდემიის გამო, პროექტმა საკლასო ოთახებიდან ღია სივრცეში გადაინაცვლა და მას საგანმანათლებლო ექსკურსიების სახით ახალი კომპონენტი დაემატა. „დიდგორელის ტურის“ მიზანია სხვადასხვა ისტორიული ადგილების მონახულება და ადგილზე საქართველოს ისტორიის შესახებ ლექცია-სემინარების მოწყობა.
პირველი ტური თეთრიწყაროელი მოსწავლეებისათვის ბოლნისის სიონის ტერიტორიაზე გაიმართა, რომლის ეზოშიც არქეოლოგიური კვლევები 2017 წლიდან ,,არემჯის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობს. სემინარს ისტორიკოსი და მკვლევარი ლევან ჟვანია უძღვებოდა, რომელმაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ლექცია „ვახტანგ გორგასალი - ბოლნისის სიონი“ თემატიკაზე გამართა. „დიდგორელის ტურის“ მონაწილებს შეხვედრის დასასრულს სიგელები, წიგნები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
„მოხარული ვარ, რომ საგანმანათლებლო პროექტი „დიდგორელი“, რომელმაც დროის მოკლე პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა ქვემო ქართლში, კვლავ ბრუნდება და მას კიდევ ერთი კომპონენტი დაემატა ღია ცის ქვეშ ორგანიზებული ლექცია-სემინარების სახით. დარწმუნებული ვარ, რომ მოსწავლეები ბევრ საინტერესო სიახლეს შეიტყობნენ V საუკუნის ეპოქის შესახებ, რომლითაც თარიღდება ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრების ძეგლი - ბოლნისის სიონი. ეს შეხვედრები არ იქნება ერთჯერადი და ჩვენი კომპანიის მხარდაჭერით „დიდგორელი“ შემოდგომის მანძილზე კიდევ 2 საინტერესო ტურს უმასპინძლებს.“ - განაცხადა „არემჯის“ პიარ მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.
,,საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ უკვე 2019 წლიდან ძალიან აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საჯარო სკოლებთან და მუნიციპალიტეტებთან. ჩვენ რამდენიმე ძალიან ფართო ღონისძიება ჩავატარეთ, რაც გულისხმობდა ისტორიის კონკურსის ჩატარებას. დღეს ბოლნისის სიონში ლექციას თეთრიწყაროს „დიდგორელები“ დაესწრებიან, რომლებიც ბოლნისის სიონის ისტორიას გაეცნობიან. მომავ ლექციას მანგლისის სიონში გავმართავთ ბოლნისელი ბავშვებისათვის, სადაც ლექცია იქნება დახუნძლული სხვადასხვა საინტერესო ფაქტებით. მესამე შეხვედრა მოეწყობა ორივე მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისათვის ბოლნისში - ტური გერმანულ უბანში, სადაც გერმანულ და ქართულ ურთიერთობებზე ვისაუბრებთ", - განაცხადა პროექტ ,,დიდგორელის“ ავტორმა ლევან ჟვანიამ.
2019 წელს, თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ისტორიის კონკურს „დიდგორელში“ 700-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. პროექტში გამარჯვებულებს ,,არემჯის“ მიერ დაწესებული 6 თვიანი სტიპენდია დაენიშნათ.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა