პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი კოვიდ-ინფიცირებული კრიტიკული პაციენტია. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ის განმარტავს, რომ კრიტიკული პაციენტების უმრავლესობა რეანიმაციიდან ჯანმრთელი გამოდის და აზრი იმის შესახებ რომ მძიმე პაციენტები ვერ ჯანმრთელდებიან მცდარია.
„ჩვენი კლინიკის მაგალითზე და ზოგადად, ძალიან ბევრი კრიტიკული პაციენტი გვყავს. ჩვენდა საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა ჯანმრთელდება და ჯანმრთელი გადის კლინიკიდან. თუ რეანიმაციაში კოვიდ-მძიმე პაციენტი მოხვდება, ეს არ ნიშნავს, რომ ის ვერ გავა რეანიმაციიდან, ეს სიცრუეა - არ ვიცი ვის და რატომ აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავენ მოსახლეობას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში და მანამდეც ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ასევე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი 5.1%-ია. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ლეტალობაში, იმის მიუხედავად რომ ექიმები ყველაფერს ვაკეთებთ პაციენტების გადასარჩენად, პაციენტები გვეღუპებიან.
იმის თქმა, რომ ჩვენს ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებული მძიმე პაციენტები იღუპებიან - ეს მცდარი ნათქვამია, რადგან ამის ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, როდესაც ლეტალობის ინდექსი მკვეთრად დაიკლებს“, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი