მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი ან სტივ ჯობსი, რომ საქართველოში დაბადებულიყვნენ… - დათო გოგიჩაიშვილი

5eef71c71f539
თამთა ჯიჯავაძე
22.06.20 00:00
2420
"ღარიბი ქვეყნა ვართ, მაგრამ თანამედროვე მსოფლიო და ტექნოლოგიური განვითარება გვაძლევს შესაძლებლობას“, – ამის შესახებ ბიზნეს კონსულტანტმა და ტრენერმა დავით გოგიჩაიშვილმა გადაცემა BMGDRIVE-ში საქართველოს პოტენციალზე საუბრისას აღნიშნა. 

მისი თქმით, მსოფლიოში ბუნებრივი რესურსების გარეშე გამდიდრების არაერთი მაგალითია. გოგიჩაიშვილმა მაგალითებად დუბაი, ლას-ვეგასი და სინგაპური მოიყვანა. გარდა ამისა, გამოყო ინდოეთიც, როგორც „ცოდნის გაყიდვის“ კუთხით წარმატებული ქვეყანა.

BMGDRIVE-ის წამყვანის კითხვას - ვიქნებოდით თუ არა უფრო მდიდრები ელონ მასკი და ჯეფ ბეზოსი რომ საქართველოში დაბადებულიყვნენ, დავით გოგიჩაიშვილმა ხუმრობით უპასუხა:

„ელონ მასკი, ჯეფ ბეზოსი ან სტივ ჯობსი, რომ საქართველოში დაბადებულიყვნენ, ჩემი აზრით, არა უფრო მდიდარი, არამედ უფრო მთაგორიანი ვიქნებოდით, იმიტომ რომ, მასკი მაგალითად, ვერ მოისვენებდა და რომელიღაც მთას გაუშვებდა მარსზე...  მაგრამ სინამდვილეში არ ვიცი. საქართველოში რომ დაბადებულიყვნენ, ჩვენ მსოფლიოს ვაჩუქებდით სამ „კაი პურის მჭამელ“ გენიოსს, რომელთაც ეცოდინებოდათ კარგად დალევა, სუფრაზე კარგად მოლხენა. რა ფასობს ახლა, აბა?! მთავარია გაგება, მთავარია დალევა შეგეძლოს, თორემ ეს ტექნოლოგიური მიღწევები ვის რაში სჭირდება“, – იხუმრა გოგიჩაიშვილმა.