30.იანვარი .2020 21:40

Etihad Airways-ი და Emirates Airlines-ი ჩინეთის მიმართულებით რეისებს არ წყვეტს

views 313
უკან

მაშინ როდესაც რიგი ავიაკომპანიები ჩინეთის მიმართულებით რეისების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებებს ავრცელებენ, Etihad Airways-ი და Emirates Airlines-ი ფრენების შეწყვეტას არ გეგმავენ. ამის შესახებ The National-ი იუწყება.

Etihad Airways-ი აღნიშნავს, რომ ვინაიდან მათ ჯერ არ მოუღიათ დირექტივა რეისების შეჩერებასთან დაკავშირებით, კომპანია განაგრძობს ფრენას აღნიშნული მიმართულებით, უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით. Emirates Airlines-იც აღნიშნავს, რომ კომპანია ავიარეისებს ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს ჩინეთის მიმართულებით.

შეგახენებთ, ჩინეთის მიმართულებით ფრენები უკვე შეაჩერა Lufthansa-მ, British Airways-მა, American Airlines-მა და Air India-მ.