მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ინდოეთის სხვა ქალაქებში ფრენების განხორციელებაზე ვმუშაობთ - "ვოიაჟერი"

ავიაკომპანია ინდიგო

უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოს ავიაბაზარზე ავიაკომპანია indigo ოპერირებს და ფრენებს თბილისი-დელი-თბილისის მიმართულებით კვირაში სამი სიხშირით ახორციელებს. ავიაკომპანია Indigo-ს ქართულ ავიაბაზარზე კომპანია „ვოიაჟერი“ წარმოადგენს.

"ვოიაჟერის“ დირექტორი გადაცემა „ქალების ნარატივში“ საქართველოში Indigo-ს გეგმებზე საუბრობს. როგორც სოფო აზარაშვილი აღნიშნავს, შესაძლოა სამომავლოდ ფრენები ინდოეთის სხვა ქალაქების მიმართულებითაც განხორციელდეს. მისივე თქმით, რეისების ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებიდან შესრულებასაც განიხილავენ.

„ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთი დიდი ავიაკომპანია, როგორიც indigo-ა ქართულ საავიაციო სივრცეს შემოუერთდა. ფრენები თბილისი-დელი-თბილისის მიმართულებით აგვისტოდან დავიწყეთ. ინდოეთის სეზონი ახლა იწყება.  დაახლოებით ნოემბრიდან-აპრილის განმავლობაში.

ამ ეტაპზე ვმუშაობთ, რომ სხვა ქალაქები დაემატოს და ინდოეთის სხვა ქალაქებიდანაც, ეს იქნება მუმბაი თუ ჰაიდარაბადი, ფრენები განხორციელდეს სეზონურად ბათუმის, ხოლო ოთხ სეზონზე ქუთაისის აეროპორტებიდან. თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია... მოლოდინები პოზიტიურია“, - ამბობს სოფო აზარაშვილი. 

ინფორმაციისთვის:Indigo ინდოეთის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა, რომელიც მის მფლობელობაში არსებული 300-ზე მეტი საჰაერო ხომალდით ყოველდღიურად 1850 ფრენას ახორციელებს 111 მიმართულებით, საიდანაც 79 - ადგილობრივი, 32 კი - საერთაშორისოა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები