მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის TOP-10 ეკონომიკური მოვლენა

61b592656d213
ირაკლი მაკალათია
12.12.21 17:00
898
გთავაზობთ გასული კვირის (6 – 11 დეკემბერი, 2021) TOP 10 ეკონომიკურ მოვლენას

1. 2021 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1,4%-ით გაიზარდა
2. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა
3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა
4. ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 10 წლამდე შეამცირა
5. EIB და EBRD-ის შეფასება საქართველოს რეფორმების შესახებ
6. თიბისი კაპიტალის ანგარიში ტურიზმის სტატისტიკაზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის "მწვანე პასპორტებთან" დაკავშირებული ინფორმაცია
7. კონგრესმენების წერილი აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე
8. როდის იწურება 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა
9. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს ანგარიში მთავრობის კორუფციის პრობლემის შესახებ
10. მთავრობა ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის ახალი სისტემის დანერგვაზე მუშაობს


1. 2021 წლის III კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 1,4%-ით გაიზარდა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1,4%-ით გაიზარდა და 299.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. 2021 წლის 9 თვეში კი სულ 728.4 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდს 3,2%-ით აღემატება. ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით. ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი საფინანსო სექტორში განხორციელდა (მთლიანი ინვესტიციების 29,1%), ხოლო ქვეყნების მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან (20,4%) და ნიდერლანდებიდან (20,0%) შემოვიდა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3Gw35QT ; https://bit.ly/3ELBkUk ; https://bit.ly/3dDmHq0 


2. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიას მხარი დაუჭირა

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის მიხედვით ხარჯები 332 მილიონი ლარით, 19.17 მილიარდ ლარამდე იზრდება, საიდანაც ყველაზე დიდი წილი ჯანდაცვის სამინისტროს ექნება 31,8%. ხოლო 13.4 მილიარდ ლარამდე გაიზრდება ბიუჯეტის შემოსავლები, რაც ძირითადად გადასახადებიდან მიღებული შემოსავლების ზრდით არის გამოწვეული, ასევე გაიზრდება საგარეო და შიდა ვალი, გრანტის სახით და პრივატიზებიდან მიღებული შემოსავლები.

სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში ასევე გათვალისწინებულია პენსიების ზრდა. მომავალი წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია 260 ლარამდე, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის პენსია 300 ლარამდე გაიზრდება. პენსიების ზრდა ასევე გათვალისწინებულია მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პენსიონერთათვის და ასევე იზრდება ომის ვეტერანთა დახმარებები.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3dAxRfc ; https://bit.ly/307Edzs  ; https://bit.ly/3GxT8mi ; https://bit.ly/3GzuBgx 

3. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 10.5%-მდე გაზარდა

8 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5%-მდე გაზარდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 169,700 მომხმარებელს რეფინანსირების განაკვეთზე მიბმულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაეზრდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, სებ-ი მანამ გააგრძელებს მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას, სანამ ინფლაცია არ შემცირდება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3lX6ssn ; https://bit.ly/3GBKJOO ; https://bit.ly/3GxY3n5 

4. ეროვნულმა ბანკმა უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 10 წლამდე შეამცირა

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლიდან უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. 2020 წლის დასაწყისიდან, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სულ 1.207 მილიარდი აშშ დოლარი მიაწოდა, ხოლო 2021 წლის 10 თვეში 10 წელზე მეტი ვადიანობის სულ 18,359 იპოთეკური სესხი გაიცა.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3ENotRv;  https://bit.ly/3yjIZqn ; https://bit.ly/3yiuTWe 

5. EIB და EBRD-ის შეფასება საქართველოს რეფორმების შესახებ

ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ერთობლივ კვლევას აქვეყნებენ, სადაც წერია, რომ "წარსულში არსებული პროგრესის მიუხედავად, საქართველოში რეფორმების პროცესი შენელებულია" და ეკონომიკის ყველა ძირითადი სექტორის მიმართულებებით ფართო რეფორმების განხორციელების რეკომენდაციას აძლევს.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3GCeQW2 ; https://bit.ly/31Hv41C; 

6. თიბისი კაპიტალის ანგარიში ტურიზმის სტატისტიკაზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის "მწვანე პასპორტებთან" დაკავშირებული ინფორმაცია

თიბისი კაპიტალის ანგარიშში მოცემული შეფასებით ტურიზმი აღდგენის გზაზეა, თუმცა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ხელს უშლის დარგის სწრაფ განვითარებას, ხოლო პანდემიამდე პერიოდთან შედარებით გაზრდილია ვიზიტორის საშუალო ხარჯი. ამასთან, მსოფლიო ტენდენციებიდან გამომდინარე 2022 წელსაც შიდა ტურიზმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. რაც შეეხება უცხოელ ვიზიტორებს, მათი ობიექტზე დაშვება შესაძლებელია მთავრობის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე (სრულად დოკუმენტების შესახებ: https://bit.ly/3pNBwMv ).

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3IFTJUO ; https://bit.ly/3yoZh19 ; https://bit.ly/3yfZELz 

7. კონგრესმენების წერილი აშშ-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მნიშვნელობაზე

ამერიკელმა კონგრესმენებმა გამოაქვეყნეს წერილი, სადაც აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცებისკენ მოუწოდებენ, რაც თავის მხრივ საქართველოს მიმართ პოლიტიკური მხარდაჭერის შესაძლებლობადაც განიხილავენ. ასევე, ხაზგასმით აღნიშნავენ ქვეყნებს შორის უკვე არსებულ მნიშვნელოვან მოკავშირეობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/31W8im3 

8. როდის იწურება 1995-1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით 1995 - 1999 წლების გამოშვების ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტის მიმოქცევის ვადა 2021 წლის ბოლოს იწურება. ხოლო აღნიშნული ბანკნოტების გადაცვლას მოქალაქეები მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში შეძლებენ.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EPmP1s 

9. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო"-ს ანგარიში მთავრობის კორუფციის პრობლემის შესახებ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ქვეყანაში ბოლო წლებში კორუფციის კომპლექსურ გამოვლინებებზე მიუთითებს და მისი აღმოფხვრისთვის მთავრობის ნების არ არსებობაზე მიუთითებს, რაც მომავალში კიდევ უფრო გაამწვავებს აღნიშნულ პრობლემას. ასევე აქვეყნებს იმ 12 დეპუტატის სიას, რომლებიც კანონს არღვევენ და სხვადასხვა კომპანიის დირექტორები ან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3EOmwUQ ; https://bit.ly/3EPtLf0 ; https://bit.ly/3IHvl55 

10. მთავრობა ენერგეტიკის სექტორის განვითარებისათვის ახალი სისტემის დანერგვაზე მუშაობს

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მუშაობს ახალ სისტემაზე, რომელიც PPA ანუ ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ტარიფების ალტერნატივა იქნება, რაც ენერგეტიკის სექტორში ინვესტორებისთვის ფინანსური გარანტიებისა და მხარდაჭერის მექანიზმი გახდება. თუმცა აღნიშნული სისტემის ამოქმედებისათვის საჭიროა ჯერ ელექტროენერგეტიკულმა ბირჟამ უნდა დაიწყოს ფუნქციონირება.

ვრცლად თემაზე: https://bit.ly/3yjAk7l