მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუშინ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკის ზრდაზე რეალურ გავლენას არ იქონიებს“ - პრემიერი

6116230981bf3
ვიქტორია მღებრიშვილი
13.08.21 11:44
916
„გუშინ დაწესებული შეზღუდვები ეკონომიკის ზრდაზე რეალურ გავლენას არ იქონიებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლაგოდეხში მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ საჭირო რაოდენობის ვაქცინების მობილიზება შეძლო.

„ჩვენ მოგვიწია გარკვეული შეზღუდვების დაწესება. გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება გარკვეული შეზღუდვები დაგვეწესებინა ქვეყანაში. ჩვენი გათვლებით ეს გადაწყვეტილება არ იქონიებს რეალურ გავლენას ეკონომიკის ზრდაზე და მეორე მხრივ მინდა ვისაუბრო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე. ბევრმა ქვეყნამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო სათანადო რაოდენობის ვაქცინების შეტანა. ჩვენ ეს მოვახერხეთ. ფაქტი სახეზეა და ყოველთვის შედეგზე უნდა ვისაუბროთ. შედეგი კი არის ის რომ ქვეყანაში 3 მლნ დოზაზე მეტი ხარისხიანი ვაქცინა გვაქვს“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უფრო ვრცლად, იხილეთ რა შეზღუდვები დააწესა 12 აგვისტოს მთავრობამ სტატიაში.