მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ შეძლო, საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გამხდარიყო - ღარიბაშვილი

649e8a7134ad5
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.23 12:01
457
საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 5 თვეში 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა, ასეთ ვითარებაში ძლიერი მიღწევაა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ ბოლო ორ წლის განმავლობაში შეძლო, რომ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გამხდარიყო.

„ჩვენ წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს მაისის მონაცემები გამოქვეყნდა, რომელიც მიხედვით პირველ ხუთ თვეში 7.5%-იანი ზრდა გვაქვს, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა.

ჩვენმა მთავრობამ ბოლო ორ წლის განმავლობაში შეძლო საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკა გამხდარიყო. ჩვენ გვიწევს მუშაობა ვითარებაში როდესაც არამხოლოდ გარე საფრთხეები გვაქვს, არამედ შიდა მტრების დესტრუქციული ქმედებები წარმოადგენს საფრთხეს ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი სტაბილურობისთვის“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მაისში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები