მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო სამ წელში ჩვენი მშპ ₾30 მილიარდით გაიზარდა - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი

“2020 წელს მთელი ქვეყნის მშპ დაახლოებით 50 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდ ლარამდეა, ბოლო სამ წელში, დაახლოებით 30  მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა”, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ფინანსთა სამინისტროს პროგნოზის თანახმად, 2023 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზომა 78 მილიარდ ლარს მიაღწევს, ხოლო აშშ დოლარში მშპ-ს ზომა 30 მილიარდი დოლარი იქნება, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ერთ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8,177 დოლარზე არის პროგნოზირებული.

BDD დოკუმენტის მიხედვით, წელს ეკონომიკური ზრდა 5.4%-ზე არის დაგეგმილი. 

რაც შეეხება 2024 წელს, მთავრობის პროგნოზით, მშპ-ის ზომა 84.6 მილიარდ ლარს, ანუ 32.6 მილიარდს მიაღწევს, ხოლო მშპ ერთ მოსახლეზე 8,861 დოლარი იქნება. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები