მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი გაზარდა

6481bc9c328c2
მარიამ ვარადაშვილი
08.06.23 15:35
1172
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ბანკის შეფასებით, მიმდინარე წელს ქვეყანაში 4.4%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება, რაც 0.4%-ით აღემატება იანვრის პროგნოზს.

რაც შეეხება 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მსოფლიო ბანკი მას უცვლელად ტოვებს და აცხადებს, რომ 2024-2025 წლებში 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იქნება.

მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის “გლობალური ეკონომიკური პესპექტივის” თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში 2023 წელს ეკონომიკურ ზრდას კვლავ უკრაინის ომი აფერხებს, რის გამოც რეგიონის ქვეყნებში ზრდა შენებული იქნება და წლიური მხოლოდ 1.4%-ს მიაღწევს. ზრდის შენელებაზე ომის გარდა, გავლენას ახდენს მაღალი ინფლაცია, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული გარე მოთხოვნა. 2024 წლიდან რეგიონის ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება, რაზეც გავლენას იქონიებს თანდათან შემცირებული ინფლაცია და მოთხოვნის ზრდა, თუმცა რისკფაქტორებად რჩება უკრაინაში მიმდინარე ომის ესკალაცია, ასევე გეოპოლიტიკური დაძაბულობის შესაძლო ზრდა რეგიონის კიდევ რომელიმე ქვეყანაში.

მსოფლიო ბანკი წერს, რომ ცენტრალური ევროპის რეგიონისგან განსხვავებით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა უფრო დიდი იყო, რაც რუსეთიდან მიგრანტებისა და კაპიტალის შედინებამ განაპირობა. სწორედ ამ ფაქტორებმა გამოიწვია ცენტარალური აზიის რეგიონშიც ზრდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის 3%-მდე შემცირდება, რისი მიზეზიც ევროკავშირში ზრდისა და რუსეთიდან კაპიტალის/მიგრანტების შემოდინების შესუსტებაა. რაც შეეხება 2024-2025 წლებს, ამ პერიოდში რეგიონის საშუალო წლიური ზრდა 3.5%-ს მიაღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები