მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკის კომპანიამ ლას-ვეგასთან ახლოს მიწისქვეშა გვირაბის მშენებლობა დაიწყო

5dd247c73aca5
მიხეილ ხაჩიძე
18.11.19 13:40
1240
ილონ მასკის კომპანია The Boring Company ლას-ვეგასთან ახლოს მაღალი სიჩქარის საავტომობილო გვირაბს ააშენებს. როგორც NBC იუწყება, ბურღვითი სამუშაოები შაბათ-კვირას ოფიციალური ცერემონიის შემდეგ დაიწყო და სწრაფი ტემპით განხორციელდება. გვირაბის სიგრძე 1.6 კილომეტრი იქნება და ის 12 მეტრის სიღრმეზე გაშენდება.



მასკის პროექტს Loop ეწოდება და Las Vegas Convention Center-ის რამდენიმე შენობას მიწის ქვემოდან დააკავშირებს. გვირაბში ორი სამანქანო ხაზი იქნება, თითოეულს ერთდროულად 16-მდე ტრანსპორტის გადაყვანის საშუალება ექნება, ასევე კეთდება საცალფეხო ბილიკიც. პროექტის მშენებლობა 2021წლის იანვრარში დასრულდება.


აღსანიშნავია, რომ 2018 წლის დეკემბერში,The Boring Company-მ კალიფორნიის ქალაქ ლოს ანჯელესში პირველი მაღალსიჩქარიანი სატრანსპორტო გვირაბი შექმნა. 3.2 კილომეტრის სიგრძის მიწისქვეშა მაგისტრალი ილონ მასკის კომპანიებს, მათ შორის SpaceX–სს უკავშირდება.