მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Twitter-ი ლოგოს და სახელწოდებას ემშვიდობება - მასკი კომპანიის რებრენდინგს იწყებს

64be28c61759f
გიორგი არონია
24.07.23 11:41
1971

Twitter-ის ახალი მფლობელის, ილონ მასკის განცხადებით, სოციალური ქსელი ბრენდს შეიცვლის და ეტაპობრივად დაემშვიდობება, როგორც ლოგოზე გამოსახულ ფრინველს, ასევე სახელწოდებასაც. მიზეზად ამისა კომპანიის ახალი იდენტობა სახელდება, რომელიც ე.წ. “ყველაფრის აპლიკაციის”, X-ის გარშემო შეიქმნება - სწორედ ეს სახელი დაარქვა ილონ მასკმა Twitter-ის მფლობელ კომპანიას.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ილონ მასკმა თავდაპირველად Twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ რებრენდინგი კომპანიას დიდი ხნის წინ უნდა დაეწყო. მოგვიანებით, ცვლილების შესახებ მასკმა თანამშრომლებსაც შეატყობინა და დასძინა, რომ ეს იყო ბოლო წერილი, რომელიც მან Twitter-ის ელექტრონული ფოსტის მისამართით გაგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკის “სუპერ აპის” ახალი სახელწოდება - X-ი, მილიარდერისთვის ახალი არ არის, მეტიც - სწორედ ასე ერქვა ფინანსურ სტარტაპს, რომელიც მასკმა 1999 წელს დააფუძნა. დღეს, ასე ჰქვია არამხოლოდ Twitter-ის მფლობელ ჰოლდინგურ კომპანიას, არამედ ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელიც მილიარდერმა რამდენიმე კვირის წინ დააანონსა.

ილონ მასკის შემდეგ კომპანიის რებრენდინგს Twitter-ის ახალი აღმასრულებელი ხელმძღვანელი, ლინდა იაკარინოც გამოეხმაურა. “X-ი უწყვეტი კომუნიკაციის მომავალია, რომელიც იდეების, პროდუქტების, სერვისებისა და შესაძლებლობების გლობალურ მარკეტფლეისს შექმნის და მის ცენტრში ხმა, ვიდეო, შეტყობინებები და ფინანსები მოექცევა. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, X-ი დაგვაკავშირებს ისე, როგორც არასდროს წარმოგვიდგენია”. მისივე თქმით, ეს ტრანსფორმაცია უსაზღვროა, ხოლო X-ი იქნება პლატფორმა, რომელიც ყველაფერს შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები