27.თებერვალი .2021 18:44

ინვესტორებს რითი ვაინტერესებთ მეგობრებო, ხინკლით? - თემურ ჭყონია

 ინვესტორებს რითი ვაინტერესებთ მეგობრებო, ხინკლით? - თემურ ჭყონია
views 4384
უკან

იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში სასამართლო მართულია, ბიზნეს და ეკონომიკური გარემო კი არაპროგნოზირებადი, ახალი ინვესტორების შემოსვლაზე ფიქრიც კი უნდა გამოვრიცხოთ- ამის შესახებ bm.ge-თან ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს.

„ინვესტორი სპეციალობაა, მას ინვესტიციის თანხა აქვს მოძიებული, ჯიბეში კი არ უდევს! ისიც ვიღაცის წინაშეა ვალდებული. როცა ინვესტორი შემოიტანს 100 000 ევროს, კურსთა ცვალებადობის გამო შეიძლება ის თანხა ერთ საათში გაუხდეს 90 000 ევრო, რა პასუხი უნდა გასცეს თავის დამფუძნებლებს?!. ჩავედი ქვეყანაში, ფული დავაბანდე და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გამო დავკარგეთ 10 000. სად იყავიო ეტყვიან...

ახალ ინვესტორებზე ფიქრი გამორიცხულია, ტყუილად საუბრობენ ამ თემაზე.  ვისაც სჯერა ამის, ილუზიაშია ან ვინც ამას ამბობს, გვთვლის შტერებად. არავინ არ შემოვა. რატომ უნდა შემოვიდეს? მიზეზი რა არის შემოსვლის? ვიღაცამ ხომ შეიძლება მითხრას?! ზღვა არ აქვთ ადამიანებს, ტყე, პარკი, სამშენებლო მოედნები თუ რა არ აქვთ?

რითი ვაინტერესებთ მეგობრებო ინვესტორებს, ხინკლით? არა, ეგრე არ გამოვა“-აცხადებს თემურ ჭყონია.