მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“კომპანიები, რომლებმაც რუსეთის ბაზარი დატოვეს, საქართველოთი ინტერესდებიან”- Galt&Taggart

622e34d172872
ანუკა ჯოხაძე
13.03.22 22:49
6378
რუსეთის მიმართ ამოქმედებული სანქციების გამო უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზრის დატოვება დაიწყეს. როგორც Galt&Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ევა ბოჭორიშვილი აცხადებს, ეს კომპანიები ეძებენ ახალ ბაზრებს, სადაც თავიანთი ბიზნესის გადატანას შეძლებენ.

მისი თქმით, არის ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც ქვეყანამ უნდა გამოიყენოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბოჭორიშვილი არ გამორიცხავს, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდოს.

“რუსეთში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ბევრი კომპანია, რომელიც ოპერირებდა რუსეთში, მათ შორის უცხოური კომპანიები, ცდილობენ ბაზრების დივერსიფიცირებას და ეძებენ გარკვეულ ქვეყნებს, სადაც გადაიტანენ თავიანთ ბიზნესებს. მათ შორის რეგიონის მომარაგების კუთხით. ალბათ ასეთი ბიზნესების რიცხვი ნელ-ნელა გაიზრდება.

ჩვენც უკვე მოგვმართავენ გარკვეული უცხოური კომპანიები და საელჩოები, რომელთა ბიზნესები ეძებენ სხვადასხვა ქვეყანას და მათ შორის საქართველოსაც მოიაზრებენ. ამიტომ ესეც ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად ვიმუშავებთ ამ კომპანიებთან. ამის გათვალისწინებით, ვაკეთებ დაშვებას, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შესაძლოა გაიზარდოს",-აცხადებს ევა ბოჭორიშვილი.