მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გაერთიანებული სამეფო, თურქეთი... – TOP-10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი FDI შემოვიდა

FDI

მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ დოლარი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, FDI-ს უდიდესი წილი - 83.5% ამ პერიოდისთვის რეინვესტიციაზე მოდის, რომლის მოცულობა 422.5 მლნ დოლარია. რაც შეეხება სააქციო კაპიტალის წილს, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით ის 23.3%-ით შემცირდა და 72.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4%-ია.

სექტორების მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში  ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა, მეორე ადგილი ენერგეტიკის, მესამე კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებმა დაიკავეს.

2023 წლის მეორე კვარტალში ძირითადი პირდაპირი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და ნიდერლანდები იყვნენ. ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების
მთლიანი მოცულობის 78%-ს შეადგენს.

TOP-10 ინვესტორი ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. გაერთიანებული სამეფო - 168.3 მლნ დოლარი;
2. თურქეთი - 71 მლნ დოლარი; 
3. ნიდერლანდები - 62.7 მლნ დოლარი; 
4. ჩეხეთი - 55.6 მლნ დოლარი; 
5. მალტა - 36.7 მლნ დოლარი; 
6. რუსეთი - 28.1 მლნ დოლარი; 
7. აშშ - 15.5 მლნ დოლარი;
8. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 11.7 მლნ დოლარი; 
9. იაპონია - 10.5 მლნ დოლარი; 
10. აზერბაიჯანი - 9.1 მლნ დოლარი;

დანარჩენი ქვეყნებიდან კი ჯამში მეორე კვარტალში 36.5 მლნ დოლარი შემოვიდა.

II კვარტალის TOP-10 ინვესტორი კომპანია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები