მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ, ისრაელი, კვიპროსი... – უძრავი ქონების სექტორის TOP-ინვესტორი ქვეყნები და კომპანიები

FDI

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 66.5 მლნ დოლარი ჩაიდო, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია [2023 წლის პირველი კვარტალი - $39.3 მლნ].

საქსტატის მიერ 9 სექტემბერს გამოქვეყნებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების II კვარტალის წინასწარი მონაცემებით, აპრილ - ივნისში ქვეყანაში შემოსული 574 მლნ დოლარის პირდაპირ უცხოური ინვესტიციიდან 47.2 მლნ დოლარი უძრავი ქონების სექტორში ჩაიდო. შედეგად ამ პერიოდში დარგმა სექტორებში განხორციელებული FDI-ის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

BM.GE-მ საქსტატიდან ინვესტორი ქვეყნების რეიტინგი და იმ კომპანიების ჩამონათვალი გამოითხოვა, სადაც ამ პერიოდში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.

TOP-10 ინვესტორი ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  1. აშშ - $7.2 მლნ;
  2. ისრაელი - $6.6 მლნ;
  3. კვიპროსი - $5.3 მლნ;
  4. პოლონეთი - $3.5 მლნ;
  5. რუსეთი - $3.1 მლნ;
  6. აზერბაიჯანი - $2.6 მლნ;
  7. საუდის არაბეთი - $2.2 მლნ;
  8. არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1.5 მლნ;
  9. უკრაინა - $1.2 მლნ;
  10. თურქეთი - $1.1 მლნ;

ქვეყნებს შორის მცირე მოცულობის FDI-ით ვხდებით ასევე გერმანიას, ყაზახეთს, გაერთიანებულ სამეფოს, ჩინეთს, შვეიცარიას და სხვა ქვეყნებსაც.

TOP-ინვესტორ კომპანიებს შორის კი, სადაც წლის მეორე კვარტალში უცხოური ინვესტიციები ჩაიდო ვხვდებით:

  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია
  • შპს CBD Development
  • შპს ტიტან სითი
  • შპს მიკადო ჯორჯია
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა (ფილიალი) საქართველოში

საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

უძრავი ქონების სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რეკორდული ნაკადი 2022 წელს შემოვიდა, რაც 370.4 მლნ დოლარს შეადგენდა, 2023 წელს კი ამ მიმართულებით განხორციელებული ინვესტიცია 111.2 მლნ დოლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები