მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

III კვარტალში უძრავ ქონებაში $22.9 მილიონის FDI ჩაიდო - TOP-ინვესტორი ქვეყნები

პროექტი

საქართველოს ეკონომიკაში ერთ-ერთი დარგი, სადაც III კვარტალში ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო უძრავი ქონებაა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ივლის-აგვისტო-სექტემბერში ქვეყანაში შემოსული 197.7 მილიონი დოლარის FDI-დან 22.9 მლნ დოლარი სწორედ უძრავ ქონებაში განხორციელდა. ეკონომიკის სექტორების რეიტინგში უძრავმა ქონებამ მეოთხე ადგილი დაიკავა.

საქსტატის ინფორმაციის მიხედვით, უძრავ ქონებაში ინვესტიციები III კვარტალში წლიურად შემცირდა, თუმცა პირველი 9 თვის ჭრილში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით გაზრდილია. [2023 წლის 9 თვე $82.4 მილიონი; 2024 წლის 9 თვეში კი 89.4].

BM.GE-მ საქსტატიდან იმ ქვეყნებისა და კომპანიების შესახებ გამოითხოვა ინფორმაცია, საიდანაც III კვარტალში უძრავი ქონების დარგში ყველაზე მეტი ინვესტიცია ჩაიდო.

2024 წლის III კვარტალში უძრავ ქონებაში ყველაზე მეტი პირდაპირი ინვესტიცია აშშ-დან განხორციელდა. უმსხვილესი TOP-10 ინვესტორი ქვეყნის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

  1. აშშ - $8.3 მილიონი;
  2. ისრაელი - $5.8 მილიონი;
  3. რუსეთი - $4 მილიონი;
  4. თურქეთი - $1.9 მილიონი;
  5. ნიდერლანდები - $1.9 მილიონი;
  6. უკრაინა - $1.9 მილიონი;
  7. აზერბაიჯანი - $1.3 მილიონი;
  8. ნორვეგია - ...;
  9. გერმანია - $1.1 მილიონი;
  10. ბულგარეთი - $875 ათასი;

საქსტატში განმარტავენ, რომ ნორვეგიის მაჩვენებლები იმიტომ არ არის წარმოდგენილი, რომ მონაცემები კონფიდენციალურია, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ საქართველოს კანონის“ 34-ე მუხლის თანახმად, თუ ეს მონაცემები სტატისტიკური ერთეულის პირდაპირი იდენტიფიცირების ან არაპირდაპირი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

უმსხვილესი 5 კომპანია კი სადაც III კვარტალში ყველაზე მეტი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო, ასე გამოიყურება:

  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში;
  • შპს მიკადო ჯორჯია;
  • შპს ქარვასლა;
  • შპს აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია;
  • შპს დალედ ინვესთმენთს.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წლის III კვარტალში 197.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის III კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე 55.2%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების შემცირებით. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაბალი მაჩვენებელი ასევე დაკავშირებულია ინვესტორის მიმართ ვალდებულების შემცირებასთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები