მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რომელ სექტორებში ჩაიდო II კვარტალში ყველაზე მეტი FDI?

FDI

2023 წლის II კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ დოლარი შეადგინა. წინასწარი მონაცემებით, FDI-ს უდიდესი წილი - 83.5% ამ პერიოდისთვის რეინვესტიციას უკავია, რომლის მოცულობა 422.5 მლნ დოლარია. რაც შეეხება სააქციო კაპიტალის წილს, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით ის 23.3%-ით შემცირდა და 72.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4%-ია.

საქსტატის მონაცემებით, II კვარტალში ყველაზე მეტი - 255.7 მლნ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა,  რაც მთლიანი FDI-ის 50.6%-ია. მეორე ადგილს ენერგეტიკის სექტორი, მესამეს კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი იკავებს.

II კვარტალში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ეკონომიკის სექტორების მიხედვით ასე ნაწილდება: 

1. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 255.7 მლნ დოლარი; 
2. ენერგეტიკა - 137.2 მლნ დოლარი;
3. დამამუშავებელი მრეწველობა - 35.6 მლნ დოლარი;

4. ვაჭრობა - 34.9 მლნ დოლარი;
5. უძრავი ქონება - 13.2 მლნ დოლარი;
6. ინფორმაცია და კომუნიკაცია - 10.6 მლნ დოლარი;
7. ტრანსპორტი - 10.1 მლნ დოლარი;
8. ხელოვნება, გართობა და დასვენება - 6.7 მლნ დოლარი; 
9. განათლება - 6.1 მლნ დოლარი;
10. ადმინისტრაციული საქმიანობები - 4.3 მლნ დოლარი.

ქვეყანაში 2023 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მსხვილი - 168.3 მლნ დოლარის უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა, რაც მთლიანი FDI-ს 33.3% პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე 71 მლნ დოლარით (14%) თურქეთია,  მესამეზე კი 62.7 მლნ დოლარით (12.4%) ნიდერლანდები. 

II კვარტალის TOP-10 ინვესტორი კომპანია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები