II კვარტალში საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 29.9%-ით გაიზარდა და 505.7 მლნ დოლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ 2023 წლის II კვარტალის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, FDI-ში უდიდესი წილი 83.5% რეინვესტიციას უკავია, რომლის მოცულობა 422.5 მლნ დოლარია, ხოლო სააქციო კაპიტალის წილი წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 23.3%-ით შემცირდა და 72.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 14.4%-ია.
BMG-მ საქსტატიდან უმსხვილესი კომპანიები გამოითხოვა, რომლებშიც II კვარტალში ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციები ჩაიდო.
TOP-10 კომპანიის რეიტინგი ასეთია:
• სს ენერგო - პრო ჯორჯია - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ჩეხეთი;
• შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია - დამამუშავებელი მრეწველობა, ნიდერლანდები;
• შპს ენკა რინიუებლზ - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, თურქეთი;
• სს საქართველოს კაპიტალი - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, გაერთიანებული სამეფო;
• შპს ატლას ჰოლდინგსი - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, გაერთიანებული სამეფო;
• შპს სილქ როუდ გრუპ ჰოლდინგ - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მალტა;
• სს ბიჯეო ჯგუფი - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, გაერთიანებული სამეფო;
• სს ეპ ჯორჯია გენერაცია - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ჩეხეთი;
• სს ეპ ჯორჯია მიწოდება - ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ჩეხეთი;
• შპს ექსელუს ჰოლდინგსი - საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ნიდერლანდები. [დაკავშირებულია სინგაპურულ კომპანია Indorama Holding-თან, რომელმაც წლის დასაწყისში რუსთავის აზოტის ქარხანა შეიძინა]
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.