მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1 185 შემთხვევა - NCDC

61e279366b8e2
ელენე გოგბერაშვილი
15.01.22 11:31
996
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 იანვრის მდგომარეობით ლაბორატორიულად ქვეყანაში ომიკრონის 1185 შემთხვევაა დადასტურებული.

ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების ჯამური რაოდენობა 5 381-ს შეადგენს, ხოლო გასული დღე-ღამის განმავლობაში ლეტალობის 30 ახალი ფაქტი დაფიქსირდა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 14 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.47 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.24% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.62%.