მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

m2- სა და „ანაგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

615709286be58
BM.GE
01.10.21 17:25
636
დეველოპერულ კომპანია m2- სა და სამშენებლო კომპანია „ანაგს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან Georgia Real Estate-ი ოპერირებს განახლებული სტრატეგიით, რომელიც დეველოპერული მიმართულებით განვითარებას გულისხმობს და რისკების მაქსიმალური დივერსიფიკაციის მიზნით, ბაზარზე მოქმედ სამშენებლო კომპანიებთან ტენდერის პირობებით თანამშრომლობს.

სწორედ, სამშენებლო ტენდერში მონაწილეობისა და გამარჯვების შედეგად, m2 -ის პროექტის m³ საბურთალოს მე-7 და მე-9 კორპუსების მშენებლობას კომპანია „ანაგი“ განახორციელებს. 29 სექტემბერს დეველოპერულმა კომპანია m2 -მა და სამშენებლო კომპანია „ანაგმა“, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რითიც პარტნიორობა დაადასტურეს.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანიებს უკვე აკავშირებთ ერთმანეთთან მუშაობის პოზიტიური გამოცდილება“, - ნათქვამია  m2-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

(R)