მესტიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებისა და მაინერების მუშაობის საკითხი ისევ პრობლემურია. როგორც მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი BM.GE-თან აცხადებს, იმის გამო რომ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია, დენის ახალი დაერთებები ვეღარ ხორციელდება, შესაბამისად, ახალი სასტუმროებისთვის საკმარისი ელექტროენერგია აღარ არის.
მისი თქმით, მოსაფიქრებელია ის, თუ რა შეიძლება მოსახლეობისთვის იყოს შეთავაზებული, რომ რეგიონი ამ ჩიხიდან გამოვიდეს და განვითარება განაგრძოს.
“მე ვერ გეტყვით, რომ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული და გადაჭრილი გვაქვს, მაგრამ იმას, რომ ამაზე უკეთესი არის ტურიზმის განვითარება და იქ უფრო მეტი შემოსავალია, ამას უკვე ხვდება მოსახლეობა და არ უნდა რომ ერთმანეთის ხელის შეშლით ხდებოდეს რამე. აქაც ძირეულად სწორად გვაქვს პრობლემა გადასაჭრელი და დასაფიქრებელია თუ რას შევთავაზებთ მოსახლეობას და როგორ შეიძლება ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. იმიტომ რომ ჩვენ უკვე მომავლის განვითარებაში პრობლემა შეგვექმნა.
მაგალითად დენის ახალი დაერთებები არ ხდება, სასტუმრო არ შენდება, რადგან უკვე ვეღარ აერთებენ ქსელზე. იმდენად ჭარბი მოხმარებაა, რომ ვეღარ უძლებს ჩვენი ელექტროქსელები მოხმარებას და გაჩერებული ვართ. ჩვენ თუ გვინდა რომ გავჩერდეთ და არ განვითარდეთ, მაშინ კი ბატონო, ასე იყოს.”-აცხადებს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, მესტიაში ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებზე საუბარი დიდი ხანია მიმდიანარეობს, მათ შორის საკითხი ყველაზე მწვავედ ზამთარში იდგა, როცა ჭარბი მოხმარების გამო ადგილზე ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები დაიწყო. მიზეზი მესტიაში კრიპტოვალუტების გამომუშავება იყო, რომლის ფაქტების გამოვლენის მიზნით ადგილზე სპეცოპერაციების ჩატარდა. ამასთან საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ადგილობრივებმა წმინდა გიორგის ხატზეც დაიფიცეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი