მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად საკმაოდ ბევრია სამუშაოა“ - გიორგი კაკაურიძე

60f000a8c2cbc
ვიქტორია მღებრიშვილი
15.07.21 13:37
739
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1.114 მლრდ ლარით იზრდება და ჯამში 19.498 მლრდ ლარს შეადგენს.  დოკუმენტს ამ წუთებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.


ფინანსთა მინისტრის მოადგილის განმარტებით, გაზრდილი ხარჯების დიდი ნაწილი ჯანდაცვის უწყების დაფინანსებაზე მიიმართება და ბიუჯეტი 600 მლნ ლარით იზრდება, რაც ჯამში 6.93 მლრდ ლარს შეადგენს. 

„ამ თანხაში რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტია და ყველაზე მნიშვნელოვანი თანხითაც და შინაარსითაც ის თანხაა, რომელიც პანდემიის საპასუხო ღონისძიებებზე მიიმართება, რომელიც დღეს 446 მლნ ლარია. ჯამში წელს პანდემიასთან დაკავშირებულ ჯანდაცვის ხარჯებზე გათვალისწინებული იქნება 846 მლნ ლარი.

დამატებით თანხაში და მთლიანად ჯამურ მოცულობაში გათვალისწინებულია ინფიცირებულთა მკურნალობა, საწოლფონდის მობილიზებისთვის საჭირო თანხები, მათ შორის დანამატები, რომელიც როგორც სასწრაფო დახმარების ასევე მედპერსონალისთვის არის გათვლილი. არის ტესტების ხარჯები, პირადი დაცვის საშუალებები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვაქცინაციის თანხა წელს 150 მლნ ლარზე მეტია გათვალისწინებული. ეს თანხა საკმარისია, რომ მოსახლეობის 60% ორჯერადად იყოს აცრილი. ამ მხრივ არამხოლოდ თანხაა სრულად მობილიზებული, არამედ შესაბამისი მოლაპარაკებებიც დასრულებულია, კონკრეტული მომწოდებლებიც ცნობილია, ტექნიკურადაც საქართველოში სრული მზადყოფნაა, რომ ვაქცინაციის მიზნობრივ მაჩვენებელს მივაღწიოთ. არის იმის შესაძლებლობა, რომ დღიურად 15-20 ათასი მოქალაქე აიცრას, რაც კარგია, თუმცა აქ მოსახლეობის ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება და ამაზე ერთობლივად საკმაოდ ბევრია სამუშაო“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.