მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მწვანე კონცხზე და განმუხურში სასტუმროების კონცეფცია იხვეწება“ - როდის დასრულდება პროექტები

62149d317c4ee
ვიქტორია მღებრიშვილი
22.02.22 22:37
1931
მწვანე კონცხზე გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსის და განმუხურში დაგეგმილი სასტუმროს კონცეფცია იხვეწება. ამის შესახებ BM.GE-ის ტურიზმის განვითარების ფონდიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების მშენებლობის და გახსნის ვადები ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეიცვალა.

„მსოფლიო ბაზარზე არსებული გამოწვევები ჩვენზეც მნიშვნელოვნად აისახა, რის გამოც მოგვიწია პროექტების გახსნის ვადების ცვლილება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა, პროექტების კონცეფციის დახვეწის მიმართულებით, პროექტის დასრულების ვადები საერთაშორისო ტურისტული ნაკადების აღდგენის ტემპზე იქნება დამოკიდებული“, - განმარტავენ ტურიზმის განვითარების ფონდში.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის ფარგლებში, მწვანე კონცხზე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა 70 მლნ დოლარის ღირებულების, მარიოტის საერთაშორისო ქსელის, უმაღლესი კლასის Luxury Collection-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი გამაჯანსაღებელი სასტუმრო კომპლექსის აშენება რამდენიმე წლის წინ დააანონსა, რომელიც ბათუმის ბოტანიკურ ბაღთანაა ახლოს. მისი კონცეფციაც 1892 წელს დაფუძნებულ ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ჰარმონიაში უნდა ყოფილიყო. 120-ნომრიან სასტუმროში სპა, აუზის, ფიტნეს ცენტრის, რესტორნის, ლაუნჯ ბარის, ჩოგბურთის, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნების, საბავშვო - სარეკრეაციო ზონის და დამატებითი სივრცეები მოწყობა იგეგმებოდა.

რაც შეეხება განმუხურში სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მოწყობის პროცესს, როგორც ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ცოტნე ებრალიძე BM.GE-სთან 2019 წელს აცხადებდა, სასტუმროს მშენებლობა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, ხოლო სამუშაოების დასრულება 2022 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა. ანაკლიასთან ახლოს მიმდინარეობს მარიოტის საერთაშორისო ქსელის, Tribute Collection-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობაზე 45 მლნ დოლარის ინვესტირება იყო დაგეგმილი. 160-ნომრიანი სასტუმროს პროექტი აუზის, სპას, სატრენაჟორო დარბაზის, ჩოგბურთის და კალათბურთის მოედნების, რესტორნის, ლაუნჯ ბარის და დამატებითი სივრცეები მოწყობას ითვალისწინებდა.