მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სეზონზე ტურისტების რაოდენობის 15%-იან ზრდას ველოდებით" - რა ღირს “კასტელო მარეში” დასვენება?

648d753e9ff28
ლიკა გურაბანიძე
18.06.23 00:15
1409
“კასტელო მარე” ციხისძირში მდებარე სასტუმროა, რომელშიც მიმდინარე წლის სეზონზე ქართველებს, პოლონელებს, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მეზობელი ქვეყნებიდან ელოდებიან.

“კასტელო მარეს” ხელმძღვანელი ზანდა მესხიძე აღნიშნავს, რომ მაღალ სეზონზე სასტუმროში ნომრების ფასი ერთი ღამით, 300 ლარიდან 900 ლარამდე მერყეობს. 2022 წელთან შედარებით, 2023 წელის სასტუმროში წინასწარ გაკეთებული ჯავშნების თანახმად, მაღალ სეზონზე ტურისტების რაოდენობის მინიმუმ 15%-იან ზრდას ელოდებიან.

“2023 წლის სეზონს განსაკუთრებით ველოდებით, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ყველაზე მეტად აპანდემიის შემდგომ აღდგენილი ძალებით მომზადებულ ამ სეზონს ვხვდებით. ჩვენს სასტუმროში სტატისტიკურად პირველ ადგილზე 50-52%-ით ქართველი ტურისტია, 25% - პოლონეთს უკავია, ხოლო - 10% გალფის ქვეყნებს. ხოლო დანარჩენი სხვდასხვა ქვეყნებზეა გადანაწილებული”, - განაცხადა ზანდა მესხიძემ.

BMG-ს კითხვაზე, გაიზრდება თუ არა წელს სასტუმროში განთავსების ფასები? - “კასტელო მარეს” ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2022 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასების მცირედი ზრდა სასტუმროში უკვე მოხდა, რადგან მისი თქმით, საკვები პროდუქტები გაძვირდა და შესაბამისად, სასტუმროს ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა, ხოლო თუკი ბაზარზე პროდუქციაზე ფასები დარეგულირდება, სასტუმროს ფასიც მას მიჰყვება და დაიკლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები