მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნავთობპროდუქტების იაფი წყაროების მოძებნას ვცდილობთ - სოსო ფხაკაძე

6294fe6b1a4fe
ალა ისპირიანი
30.05.22 22:21
1280
Wissol Group-ის პრეზიდენტის თქმით, კომპანია ნავთობპროდუქტების იაფი წყაროების მოძებნას ცდილობს. სოსო ფხაკაძემ აღნიშნული კომენტარი კონკურენციის სააგენტოს განცხადების საპასუხოდ გაკეთა, რომლის ხელმძღვანელმაც, ირაკლი ლექვინაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ბევრ კომპანიას მომხმარებლისთვის საწვავის 20-25 თეთრით იაფად მიწოდება შეეძლო, თუმცა ეს არ გააკეთეს.

"კონკურენციის სააგენტოსთან ამ თემის პროფესიონალური განხილვა გვქონდა და იქ რაიმე განსაკუთრებული არ იყო. ჩვენ იმ რეჟიმში მუშაობას ვაგრძელებთ, რასაც ყოველთვის ვაკეთებთ. ეს ქვეყანა მთლიანად ნავთობ პროდუქტების იმპორტზეა დამოკიდებული და ჩვენ გვიწევს ვიყიდოთ ნავთობპროდუქტები იმ ფასში, როგორც არის მსოფლიო ბაზარზე. [საქართველოში ნავთობის ფასი] მთლიანად ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასზეა დამოკიდებული. ჩვენ იაფ წყაროებს ვეძებთ და თუ პროდუქტი გაიაფდება, ეს ფასებზე ადეკვატურად აისახება. ჩვენ ერთი კონტრაქტი გავაფორმეთ და ვცდილობთ რამენაირად იაფი წყაროები მოვძებნოთ", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ საავტომობილო საწვავის ბაზრის მონიტორინგის შედეგებზე პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე, მიმდინარე წლის 18 მაისს ისაუბრა.