მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი“

5ef5ef770c6e9
BM.GE
26.06.20 16:48
964
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში განაცხადა, რომ ხელისუფლება რთველის პერიოდში არც ამ ჯერზე მიატოვებს მოსახლეობას. მისი თქმით, წელს გათვალისწინებულია დაახლოებით, 40 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია, რომელიც რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი.

„სახელმწიფოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გააჩნია. წელს გათვალისწინებულია, დაახლოებით, 40 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია. პირდაპირი სუბსიდია რქაწითელის ჯიშის ყურძნისთვის იქნება განკუთვნილი, ვინაიდან ჭარბი სწორედ რქაწითელის ჯიშის ყურძენია და ძირითადად პრობლემები სწორედ ამ ჯიშის ყურძნის ჩაბარებასთან არის დაკავშირებული. ექსპორტის თითქმის 80%-მდე, 70%-ზე მეტი, წითელყურძნიანი ჯიშისგან წარმოებული წითელი ღვინოებია, მხოლოდ 20-25%-ია თეთრი ღვინოები.

მომავალ კვირას მთავრობა მიიღებს დადგენილებას რთველის ღონისძიების ხელშეწყობის შესახებ. ეს იქნება მკაფიოდ გაწერილი პირობები, რომელიც შეჯერებული და დარგთან შეთანხმებულია. ეს არის ის მაქსიმუმი, რაც არსებული ფინანსური შესაძლებლობებით გაკეთდა მოსახლეობისთვის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი კილოგრამი ყურძენი, ისევე როგორც წინა წლებში, ჩაუბარებელი არ დარჩება. სახელმწიფო საწარმოს რესურსები იქნება სრულად გამოყენებული იმისთვის, რონ ის ჭარბი მოსავალი, რომელსაც კერძო სექტორი ვერ შეიძენს, დაბინავდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.