17.სექტემბერი .2020 15:09

პრემიერი: 1 ოქტომბრიდან Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენებს განაახლებს

views 8005
უკან

"შემდგარია შეთანხმება, რომ 1 ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით ფრენები გაიხსნება", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობა ფრთხილად გააგრძელებს საჰაერო სივრცის გახსნას ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე.

„დღეს უნდა განვიხილოთ და ფაქტობრივად, წინასწარი განხილვებით შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ, კიდევ ერთი მიმართულებით, პირდაპირი ფრენები უნდა გავხსნათ. დღეის მდგომარეობით, პირდაპირი ფრენები ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორის ავიაკომპანიებისთვის, როგორიც არის Lufthansa, air france, Airbaltic, ასევე ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის. ჩვენ, დღეს უკვე გადავწყვიტეთ, რომ 1-ლი ოქტომბრიდან, გავხსნათ პირდაპირი რეისი ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება Wizz Air-ი. ეს არ იქნება თამამი გადაწყვეტილება, ეს იქნება მხოლოდ და მხოლო კვირაში ერთი რეისი, მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისთვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, კეთდება ჩვენი მოქალაქეების ინტერესების და უპირობოდ, მათი ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვლის გათვალისწინებით.

ჩვენ, ასევე ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ასევე, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა