25.მაისი .2020 20:13

"გვაწვიმს, 25 მაისი..." - ინფექციური საავადმყოფო ვიდეოს აქვეყნებს

views 511
უკან

"გვაწვიმს, 25 მაისი..." - Facebook-ზე ამ სათაურით გამოაქვეყნა დღეს "ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრმა" ფოტოკოლაჟი, რომელშიც ასახულია რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციულ შენობაში წვიმის შედეგად წყალი ჩამოდის. 

ფოტოები და ვიდეოები ინფექციური საავადმყოფოს ადმინისტრაციული შენობიდან:





ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ BMG-სთან საუბარში თქვა, რომ მათ პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დაპირება, რომ სახელმწიფო საავადმყოფოს უკვე დასრულებულ შენობაში გადაიყვანს.

"ამჟამად გვეუბნებიან, რომ დიღომში არის ძალიან კარგად ნაგები შენობა - სამედიცინო ინოვაციების ცენტრი, რომელიც სანახევროდ დამთავრებულია და მისი მეპატრონე ყიდის ამ შენობას და ჩვენ შეგვპირდა პრემიერ-მინისტრი, რისთვისაც მადლობელი ვართ მისი, რომ ინფექციური საავადმყოფოს მნიშვნელობის გათვალისწინებით, მთავრობა წავა ამ სერიოზულ დანახრაჯზე, რადგანაც ძვირი ღირს საკმაოდ ეს შენობა, შეიძენს სახელმწიფო და გადმოსცემს ინფექციურ საავადმყოფოს. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს იქნება უახლოეს ხანებში", - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.