Legends Tskaltubo Spa Resort-ში 2019 წელს 2018 წელთან შედარებით, დამსვენებელთა კლება დაფიქსირდა, - ამის შესახებ BM.GE-ის სასტუმროს დამფუძნებელმა და დირექტორმა ანდრო ჯიშკარიანმა განუცხადა.
მისი შეფასებით, კლება არამხოლოდ სამედიცინო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით, არამედ ბიზნეს ტურიზმის კუთხითაც შესამჩნევი იყო.
„ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი იყო კლება, წლის მონაცემებს ვაჯამებთ, თუმცა კლება დაფიქსირდა და ეს კლება ორნიშნაა. რაც შეეხება მიზეზებს, უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მსოფლიო ბაზარზე სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის მიმართულებით საქართველოს ცნობადობა დაბალია; მეორე - რუსეთის ბაზრიდან ფრენების შეზღუდვა მოხდა, რუსეთის ბაზარი სამკურნალო მიმართულებით ერთ-ერთი სეგმენტია; მესამე - შემცირდა ბიზნეს ტურიზმის მაჩვენებელიც. ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შემცირდა კონფერენციები, რას დავაბრალოთ არ ვიცი. შეიძლება დაფინანსებები არის შემცირებული და აქედან გამომდინარეა.
ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით სასტუმროების დატვირთულობა შემცირდა. სასტუმროებში უფრო მეტი შეთავაზება გაჩნდა უფრო დაბალ ფასად ანუ მაღალ ფასიანმა შეთავაზებებმა საკმაოდ დაბლა დაიწია და აქედან გამომდინარე, ბაზარზე უფრო მეტი შეთავაზება იყო, ვიდრე - მოთხოვნა და ბიზნეს ტურიზმის მაჩვენებელმაც იკლო“, - განმარტა BM.GE-ისთან საუბრისას ანდრო ჯიშკარიანმა.
კითხვაზე, რომელი ბაზრებიდან სტუმრობენ Legends Tskaltubo Spa Resort-ს, სასტუმროს დირექტორი ამბობს, რომ სამკურნალოდ ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოდიან, ხოლო ევროპის ქვეყნებიდან კურორტს მოკლევადიანი ვიზიტებით სტუმრობენ.
"დივერსიფიცერებული გვაქვს ჩვენი ბაზრები სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით. სხვადასხვა სეგმენტის მიხედვით სხვადასხვა ტურისტები გვყვავს. სამედიცინო ტურიზმში უფრო გრძელვადიანი დამსვენებლები არიან, შესაბამისად, საშუალო მხარჯველუნარიანად შეიძლება დასახელდნენ. მაღალმხარჯველიანები არ გვყავს, იმიტომ რომ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები აქ სამკურნალო მიზნებით არ ჩამოდიან. სამკურნალო ტურიზმით ძირითადად პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზრები, ასევე პოლონეთი, ისრაელი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ“, - ამბობს Legends Tskaltubo Spa Resort-ის დირექტორი.
რაც შეეხება წლევანდელ გეგმებს, ანდრო ჯიშკარიანის თქმით, არსებულ 135 ნომერს წელს 10 ახალი ნომერი დაემატება.
"წელს „აწარმოე საქართველოშის“ ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს, ასევე, სასტუმროს ინფრასტრუქტურულ განვითარება. ჩვენ ვსარგებლობთ სასტუმრო ინდუსტრიის კომპონენტით, რადგან ბალნეოლოგიის კომპონენტი აქამდე არ იყო და რა იქნება ჯერ არ ვიცით“, - განაცხადა სასტუმროს დამფუძნებელმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის