20.ოქტომბერი .2020 16:23

"პრემიერი გავამხნევეთ" - BAG-ის პრეზიდენტი

views 1568
უკან

"პრემიერი გავამხნევეთ, თუმცა გვითხრა, რომ მხნედ არის და ფორმაში, ეს კი ჩვენთვის ძალიან ღირებული იყო" - ამის შესახებ ბიზნესმენმა სოსო ფხაკაძემ პრემიერისა და ბიზნესის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ფხაკაძის თქმით, ბიზნესის ზოგადი განწყობა ნორმალური და პოზიტიურია და მსგავს შეხვედრებს სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს, მით უმეტეს, როცა ღია და გამჭვირვალე საუბარი მიდის.

„ჩვენ გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით გვითხრა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. პირდაპირ გვითხრა, რომ გამხნევებულია, ფორმაშია და ეს საკმაოდ ღირებულია ჩვენთვის, რადგან არაორდინალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება. ბიზნესს აქვს თავისი პასუხისმგებლობა, ხელისუფლებას თავისი და მოქალაქეებს - თავისი. ადამიანები, რომლებიც დასაქმებულები არიან, არ უნდა მოვიდნენ სამსახურში, თუკი რაიმე ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და ა.შ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მთავრობის მეთაური დღეს ადმინისტრაციაში ბიზნესმენებს შეხვდა. კერძო სექტორმა პრემიერთან რამდენიმე მოთხოვნა დააყენა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა