მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესმა პრემიერთან 2 კონკრეტული მოთხოვნა დააყენა - სოსო ფხაკაძე

5f8ed5083b6dd
ვიქტორია მღებრიშვილი
20.10.20 16:14
2360
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის განცხადებით, კერძო სექტორმა პრემიერს ორი მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ მან პრემიერთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ორივე საკითხი სამუშაო ადგილების შენარჩუნებას ეხება.

„მიმდინარე წლის 22 მაისს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომელიც 2 სექტორს შეეხო, ერთი იყო კონკრეტული ეკონომიკური საქმინობების სახეები, რომელიც საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორითაა დადაგენილი. კონკრეტულად ეს ეხებოდა სასტუმროებს, განთავსების საშუალებებს, კაფე-რესტორნებს და ტურისტულ კომპანიების.

ამ ინდუსტრიას ძალიან უჭირს და მას უდგება 1 დეკემრიდან საშემოსავლო გადასახადის გადახდის ვალდებულება, რომლის გადავადება 4 თვის ვადით განხორციელდა. ამან მოიცვა აპრილის-მაისი-ივნისი და ივლისი. რეალური ვითარება ასეთია, რომ ამ ინდუსტრიას არ უმუშავია წელს, თუ აგვისტოს არ ჩავთვლით და მომდევნო თვეების განმავლობაში ამ კუთხით კარგი პროგნოზები არ არის. ვითხოვთ, რომ ეს დაგროვილი გადასახადი ჩამოეწეროს ამ ინდუსტრიას.

მეორე საკითხი, ასევე 22 მაისის გადაწყვეტილებით, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა ნებისმიერი კომპანია თუ დასაქმებულის ხელფასი იყო 1500 ლარამდე, აქ არის 148-150 ლარის შეღავათი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და აქაც ფოკუსირებული ვართ იმ ადამიანებზე, ვისაც დაბალი შეღავათი აქვს და ასეთები მთელ ინდუსტრიაში ათასობით არიან. ეს ვადა იწურება 1 ნოებრისთვის და ჩვენი თხოვნაა, რომ მინიმუმ 6 თვით, ანუ ერთი ფისკალური წელი, რომ მოიცვას მოგვეცეს საშუალება, რომ ეს გადასახადი არ გადავიხადოთ“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელ დღეს ყველაზე მნიშვნელვანია თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვაა და თუ რამე მოთხოვნები აქვს სახელმწიფოს ბიზნესი ყველა მოთხოვნის დაცვისთვის მზადაა, რამეთუ ადამიანების ჯანმრთელობა არის პრიორიტეტი თითოეული ჩვენგანისთვის.

„ჩვენ ვთქვით პრემიერთან, რომ ამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მზად ვართ ყველას ვუთხრათ, რომ მოუფრთხილდეს სამუშაო ადგილს, რამეთუ დღეს უსამსახუროდ დარჩენილი ადამიანები, კიდევ უფრო მეტი ტვირთი იქნება სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვინდა ის ტალანტი და პროფესიული კადრები დავკარგოთ, რომელსაც წლების განმავლობაში ვზრდიდით და ბევრი ენერგია და ინვესტიცია გავიღეთ“, - აღნიშნა ფხაკაძემ.