11.მაისი .2021 16:00

„ქვეყანაში ინდური შტამი არ დაფიქსირებულა“ - როგორია ვაქცინის ეფექტიანობა ახალ შტამებზე?

 „ქვეყანაში ინდური შტამი არ დაფიქსირებულა“ - როგორია ვაქცინის ეფექტიანობა ახალ შტამებზე?
views 283
უკან

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ინდური შტამის შემთხვევები დადასტურებული არ არის. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლიც მსოფლიოში გამოვლენილ ახალ შტამებთან მიმართ არსებული ვაქცინების ეფექტურობას შეეხებოდა.

„ინდური შტამის არცერთი შემთხვევა ქვეყანაში დაფიქსირებული არ არის. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას ახალ შტამებთან და ინდურ შტამთა მიმართებაში, ჯერჯერობით ყველა მწარმოებელი ადასტურებს, რომ ის ვაქცინები, რომლებიც ბაზარზეა შემოსული თანაბრად ეფექტურია, შესაძლოა გარკვეული მერყეობით...

ყოველ შემთხვევაში „ფაიზერმა“ დაადასტურა, რომ მისი ვაქცინა მაღალეფექტიანია ყველა შტამთან მიმართებაში. სხვა მწარმოებლები ამბობენ, რომ შესაძლოა ეფექტურობის გარკვეული შესუსტება იყოს, თუმცა ეს კვლევებით უნდა დადასტურდეს. ყველა მიყვება რეკომენდაციას, რომ ვაქცინა ყველა შტამის შემთხვევაში ეფექტურია და ჩვენც იგივე რეჟიმში ვაგრძელებთ ვაქცინაციის პროგრამას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა