"ახლო მომავალში ველოდები მეორე კომიტეტის სხდომის ჩანიშვნას, სადაც ჩემი კანდიდატურის განხილვა უნდა მოხდეს, კონკრეტული რიცხვი არ ვიცი და დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს,“ - ასე უპასუხა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა გიორგი ხიშტოვანმა BM.GE-ის კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაჭიანურდა მისი, როგორც სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის პროცესი.
შეგახსენებთ: ჯერ კიდევ 2019 წლის ივნისში პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 9 წევრმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული ბანკის საბჭოში წარდგენილ კანდიდატებს - გიორგი ხიშტოვანს და გიორგი მიროტაძეს მხარი დაუჭირა. სებ-ის საბჭოს ახალი წევრების წარდგენა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2019 წლის მაისში ეროვნული ბანკის საბჭოს 2 წევრს ვაჟა ჯანყარაშვილს და ნიკოლოზ გონგლიაშვილს თანამდებობრივი ვადა ამოეწურათ, თუმცა ამავე წლის 1 ოქტომბერს საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა გიორგი მიროტაძემ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
„მოლოდინის რეჟიმში ვარ; ერთი განხილვა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში შედგა და კომიტეტმა მხარი დაუჭირა, ხოლო ახლა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტმა უნდა დაუჭიროს მხარი", - განმარტა ხიშტოვანმა.
თავის მხრივ, როგორც BM.GE-ს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტში განუცხადეს, პრეზიდენტის მიერ სებ-ის საბჭოს წევრობის მეორე კანდიდატურის წარდგენამდე სხდომის ჩანიშვნის დრო უცნობია.
რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც სებ-ის საბჭოს კანდიდატებს წარადგენს, როგორც იქ აღნიშნეს, საბჭოს მეორე (გიორგი მიროტაძის ნაცვლად) ახალი წევრობის კანდიდატის არჩევის შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგვაწვდიან.
ცნობისთვის: ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 5 წევრისაგან.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი