მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი ხვალ გაგრძელდება

622f4e11a0a2c
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.22 18:18
1111
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, რომელიც დღეს, დაახლოებით, 13:00 საათზე დაიწყო და ვიდეოფორმატში, დაახლოებით, 5 საათის განმავლობაში გაგრძელდა, ხვალ გაგრძელდება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წარმომადგენელმა მიხეილ პოდოლიაკმა Twitter-ში დაწერა.

„მოლაპარაკებებში ხვალამდე ტექნიკური პაუზა იქნა აღებული. ქვეჯგუფებში ცალკეული განმარტებების დაზუსტებისთვის მუშაობა გაგრძელდება. მოლაპარაკების პროცესი გრძელდება“, - წერს პოდოლიაკი.

მოლაპარაკებების დაწყებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ასევე Twitter-ში დაწერა, რომ კომუნიკაცია რთულად, მაგრამ მიმდინარეობს.

„მხარეები თავის დაზუსტებულ პოზიციებს აქტიურად გამოთქვამენ. კომუნიკაცია რთულად, თუმცა მიმდინარეობს. აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი ის არის, რომ ჩვენ განსხვავებული პოლიტიკური სისტემები გვაქს. უკრაინა ეს საზოგადოების თავისუფალი დიალოგი და აუცილებელი კონსესუსია; რუსეთი კი საკუთარი საზოგადოების ულტიმატუმის ჩახშობაა“, - დაწერა დელეგაციის წარმომადგენელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები