მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ თხილის რეალიზებით $60 მლნ-მდე შემოსავალი მიიღო - რამდენით შემცირდა ექსპორტი?

635f9573db7af
ვიქტორია მღებრიშვილი
31.10.22 13:57
738
მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველომ თხილის ექსპორტით 59.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნიდან 13 043 ტონა თხილის რეალიზება მოხდა.

ექსპორტირებული თხილის ღირებულება 3 კვარტლის მონაცემებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 14.4%-ით, ხოლო ექსპორტირებული საქონლის მოცულობა 7.1%-ით შემცირდა.

აღსანიშნია, ისიც რომ პანდემიამდელ პერიოდთან, ანუ 2019 წლის 9 თვესთან შედარებით ექსპორტით მიღებული შემოსავალი 83.6%-ით, ხოლო მოცულობა 101.1%-ით გაიზარდა.

მიმდინარე წლის სამ კვარტალში ქვეყნების მიხედვით, თხილის მთავარი სარეალიზაციო ქვეყანა იტალია და გერმანია იყო. TOP-10 საექსპორტო ქვეყანის რეიტინგი კი ასეთია:

1. იტალია - 14 მლნ დოლარი, 3 503 ტონა;
2. გერმანია - 13.8 მლნ დოლარი, 2 758 ტონა;
3. სომხეთი - 6.1 მლნ დოლარი, 1 478 ტონა;
4. ესპანეთი - 4.6 მლნ დოლარი, 884 ტონა;
5. რუსეთი - 2.5 მლნ დოლარი, 479 ტონა;
6. ლიეტუვა - 2.4 მლნ დოლარი, 467 ტონა;
7. პოლონეთი - 2.1 მლნ დოლარი, 430 ტონა;
8. საფრანგეთი - 2 მლნ დოლარი, 366 ტონა;
9. საუდის არაბეთი - 2 მლნ დოლარი, 345 ტონა;
10. ჩეხეთი - 1.4 მლნ დოლარი, 286 ტონა;

ამ ქვეყნების გარდა თხილი ექსპორტზე ბელარუსში, მექსიკაში, უკრაინაში, ყირგიზეთში, არგენტინაში, უზბეკეთში, ავსტრიაში, იორდანიაში, შვეიცარიაში, ესტონეთში, სლოვაკეთში, ლატვიაში, ბრაზილიაში, აზერბაიჯანსა და მცირე მოცულობებით სხვა ქვეყნებშიც გავიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები