მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ექსპორტი 17%-ით შემცირდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ მეზობელ ქვეყანაში?

64b7d7f2b2dc9
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.23 16:45
776
2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 მილიარდ 268 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 20.1%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 3 მილიარდ 053 მილიონი დოლარი იყო. ეს მაჩვენებელის გასულ წელთან შედარებით 19.3%-ით გაიზარდა. რაც შეეხება იმპორტს საქართველოდან სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 7 მილიარდ 216 მილიონი დოლარი გავიდა, რაც 20.4%-ით მეტია წინა ამავე პერიოდთან შედარებით. საქსტატის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივნისში, 4 მილიარდ 163 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5%-ია.

საგარეო ვაჭრობაში ამ პერიოდისთვის, ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კი 1 მილიარდ 457 მილიონი დოლარიანი ბრუნვით თურქეთი იყო. შესაბამისად, საქონლის ექსპორტ-იმპორტი ქვეყნებს შორის ამ პერიოდში 12.6%-ით გაიზარდა. რაც სრულად იმპორტის ზრდით არის განპირობებული. სავაჭრო ბრუნვაში მეზობელ ქვეყანას 14.2%-იანი წილი უკავია.

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 16.8%-ით შემცირდა და 210.8 მლნ დოლარი შეადგინა. საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში კი თურქეთმა გასულ წელს 6 თვის მონაცემებით დაკავებული მეოთხე ადგილი დათმო და მეშვიდე ადგილზე 6.9%-იანი წილით გადაინაცვლა. მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტში თურქეთს 9.9%-იანი წილი ეკავა.

თურქეთში რეალიზებული TOP-5 საქონლიდან თითქმის ყველას შემთხვევაში ექსპორტი შემცირებულია, საქონლის რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

1. ელექტროენერგია - 45.4 მლნ დოლარი;
2. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 31.1 მლნ დოლარი;
3. ფეროშენადნობები - 20.1 მლნ დოლარი;
4. ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - 18 მლნ დოლარი;
5. თევზის ან ზღვის ძუძუმწოვრების ცხიმები, ქონები და მათი ფრაქციები - 7.2 მლნ დოლარი.

რაც შეეხება თურქეთიდან იმპორტის მაჩვენებელს, როგორც აღვნიშნეთ, სავაჭრო ბრუნვის ზრდა სწორედ იმპორტის ზრდით არის განპირობებული. 2023 წლის პირველ ნახევარში თურქეთი პირველი საიმპორტო ქვეყანა იყო, საიდანაც შეძენილი საქონლის ღირებულებამ 1 მილიარდ 246 მილიონი დოლარი შეადგინა. წლიურად თურქეთიდან იმპორტი 19.5%-ით გაიზარდა და მეზობელმა ქვეყანამ მთლიან იმპორტში 17.3%-იანი წილი დაიკავა.

წლის პირველი ნახევრის მიხედვით თურქეთიდან შეძენილი TOP-5 საიმპორტო საქონლის რეიტინგი ასეთია:

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 68.3 მლნ დოლარი;
2. მსუბუქი ავტომობილები - 56.8 მლნ დოლარი;
3. შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - 30.8 მლნ დოლარი;
4. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 26.4 მლნ დოლარი;
5. სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 21.7 მლნ დოლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები