მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა - რა გავყიდეთ?

63cac4b197743
ნინო ტაბატაძე
21.01.23 00:05
1178
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი გაიზარდა. 2022 წელს ევროპის ბაზარზე საქართველოდან 862.78 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, 20%-ით (145.5 მლნ-ით) მეტი 2021 წელთან შედარებით.

ექსპორტის მოცულობა რეკორდულია, თუმცა ჯამურ საექსპორტო კალათაში, რაც 2022 წელს 5.59 მლრდ დოლარს შეადგენად, ევროკავშირის წილი მხოლოდ 15.4%-ია.

ექსპორტის ნახევარი - 437.8 მლნ სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდის. მკვეთრად არის შემცირებული სასუქები და მინერალური წყლების იმპორტი. წყლების ექსპორტზე ნეგატიურ ტრენდზე სავარაუდოდ, გავლენა რუსეთ-უკრაინის ომმა და ამ ომის გამო „ბორჯომის“ მფლობელ მიხაილ ფრიდმანისთვის დაწესებულ სანქციებს უკავშირდება.

მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია თხილი, თუმცა ბოლო 1 წელიწადში ექსპორტი შემცირებულია. 

საექსპორტო საქონლის TOP-10 ევროკავშირის ქვეყნებში

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 437.81 მლნ დოლარი (+ $123 მლნ)
2. თხილი და კაკალი - 74.01 მლნ დოლარი (- $6 მლნ)
3. ღვინო - 30.69 მლნ დოლარი (+2 მლნ)
4. მსუბუქი ავტომობილები - 30.01 მლნ დოლარი (+8.9 მლნ)
5. ფეროშენადნობები - 26.46 მლნ დოლარი (+$2.8 მლნ)
6. ეთილის სპირტი - 23.67 მლნ დოლარი (+$2.8 მლნ)
7. სასუქები - 18.59 მლნ დოლარი (-$28.7 მლნ)
8. მზა ტანსაცმელი - 17.7 მლნ (+$11.13 მლნ)
9. ძვირფასი ლითონის ჯართი - 10.89 მლნ (-$8.7 მლნ)
10. მინერალური და მტკნარი წყლები - 9.47 მლნ დოლარი (-$10.6 მლნ)

2022 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა რეკორდული იყო და 19.042 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 32.8 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი 5 592.8 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 31.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 450.1 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 33.2 პროცენტით).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წელს, 7 857.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.3 პროცენტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები