1 მარტიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა ბრძანება სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და მისი შემუშავების წესის შესახებ, რომელიც კომპანიებს ავალდებულებს, მოახდინონ თანამშრომელთა აღრიცხვა სამინისტროს ე.წ. „ტაბელების“ შესაბამისად. ახალმა რეგულაციამ კომპანიების უკმაყოფილება გამოიწვია. ბიზნესი ამბობს, რომ ტაბელის წარმოება რიგ პრობლემებთან არის დაკავშირებული, მათ შორის, შესაძლოა, გაიზარდოს ხარჯები. ბიზნესის ნაწილი რეგულაციის ამოქმედების 1-2 თვით გადავადებასაც კი ითხოვდა, მაგრამ - უშედეგოდ.
ახალ რეგულაციაზე სამსჯელოდ გუშინ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე 200-მდე კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. როგორც BM.GE-ის შეხვედრის ორგანიზატორმა და ერთ-ერთმა მონაწილემ, დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტმა შალვა ცხაკაიამ უთხრა, შეხვედრაზე ბევრი კითხვა დაისვა.
მისივე თქმით, "შრომის ინსპექცია, დასაწყისში, კომპანიებს ლმობიერებას დაჰპირდა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკითხის მოსაგვარებლად ნაბიჯების გადადგმა დაიწყება".
"ძალიან ბევრი კითხვა დარჩა პასუხგაუცემელი; ითქვა ისიც, რომ თუკი ნახავენ, რომ კომპანიას დაწყებული აქვს მუშაობა საკითხის მოსაგვარებლად, სანქციები არ იქნება. 200-მდე კომპანია ესწრებოდა და ყველას კითხვა ჰქონდა. რაღაც შეკითხვებზე ზოგადი პასუხები მივიღეთ. პრაქტიკული პასუხები იმაზე, თუ როგორ უნდა გააკეთოს კომპანიამ აღრიცხვა, არ აქვთ, რადგან ამას თვითონაც არ აკეთებენ“, - განაცხადა ცხაკაიამ.
იურისტის თქმით, შრომის ინსპექცია შემოწმების დაწყების გადავადებას არ აპირებს და კომპანიებს ხვალიდანვე შეამოწმებენ.
„ზოგადი განწყობა ისეთია, რომ ხვალ ალბათ მაღაზიებში არ შევლენ შესამოწმებლად, მაგრამ თუ შევლენ, გაფრთხილება და მითითება გაიცემა, მაგრამ როცა დიდ კომპანიებში შევლენ და ნაბიჯების გადადგმა დაწყებული არ არის, საკითხის მოსაწესრიგებლად, ალბათ სანქციებსაც გამოიყენებენ“, - განაცხადა ცხაკაიამ.
დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბიზნესს სხვა გზა არ აქვს, ამიტომ საკითხის მოგვარება უნდა დაიწყოს ანუ აწარმოოს ტაბელი.
„ყველა კომპანიას მოუწევს, რეგულაციას დამორჩილოს. რაც შეეხება პატარა კომპანიებს, არ ვიცი, როგორ უნდა მოახერხონ ამ თემის რეგულირება. ალბათ მოუწევთ, რომელიმე თანამშრომელს დაავალონ ტაბელის წარმოება. რაც მთავარია, საქმე ემატება დასაქმებულსაც - ზოგ შემთხვევაში, როცა დისტანციურად მუშაობს თანამშრომელი, მას გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს, რომ ნამუშევარი დროის ანგარიშგება აწარმოოს. პასუხისმგებლობა ორივე მხარეს არის და არ გამოვრიცხავ, ამან დასაქმებულებს და დამსაქმებლებს შორის გამოიწვიოს უთანხმოება“, - აღნიშნა ცხაკაიამ და დასძინა, რომ ბიზნესს აუცილებლად მოუწევს დამატებითი ხარჯის გაწევა, მათ შორის IT კომპანიების დაქირავება, სოფტის გაკეთება და ა.შ.", - განაცხადა შალვა ცხაკაიამ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება