მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სქი ჯორჯია”: ჩვენი სურვილია, რომ საბაგიროები 21 იანვარს გარკვეული შეზღუდვებით გაიხსნას

5ff6adab123ea
ლიკა გურაბანიძე
08.01.21 09:30
1621

“ჩვენი სურვილია, რომ საბაგიროები 21 იანვარს გარკვეული შეზღუდვებით გაიხსნას” - ამის შესახებ bm.ge-ს “სქი ჯორჯიას” დამფუძნებელმა დანიელ დოინიცინიმ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თუ 2021 წელს მთის კურორტებზე მცირედი წინსვლა არ მოხდა მომდევნო წელი უფრო რთული იქნება.

“რამდენიმე დღის წინ ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა გვქონდა და ჩვენ მათ ის კონკრეტული ეტაპები ავუხსენით თუ მთის კურორტების გახსნის შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რა დროს რა ნაბიჯი იქნება გადადგმული.

მაგალითად, სერვისების გაქირავებამ როგორ შეიძლება იმუშაოს, ასევე როგორ იმუშავებენ სასტუმროები და ინსტრუქტორები. 

ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან წამოვიდა სურვილი, რომ მთის კურორტები გაიხსნას, თუმცა შრომის ინსპექცია ამაში გარკვეული სახის რისკებს ხედავს.

თუ საბაგიროები გაიხსნება, ის ხალხი ვინც ახლა მთის კურორტებს სტუმრობს და მათი რაოდენობა არც ისე ცოტაა, სხვადასხვა ტერიტორიებზე უფრო მეტად გაიშლება.

ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან 2021 წელს მთის კურორტების გახსნის სურვილი არსებობს. ახლა თუ რაღაც არ გავაკეთეთ შესაძლოა მომდევნო წელს გაჭირდეს. მთის კურორტებისთვის ორ დღესაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.” - განაცხადა დანიელ დოინიცინიმ.